რა არის ქოუჩინგი?
რა არის ქოუჩინგი და რისი შეცვლა შეგვიძლია მისი დახმარებით ჩვენს ცხოვრებაში?
ქოუჩინგი დღევანდელ დღეს საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტია. თუმცა, ცოტამ თუ იცის სინამდვილეში მისი შინაარსისა და დანიშნულების შესახებ. თავდაპირველად ქოუჩინგი პოზიტიური ფსიქოლოგიის ფარგლებში აღმოცენდა და გარკვეული დროის განმავლობაში მის ერთ-ერთ მიმართულებად მოიაზრებოდა. თანდათანობით დარგის განვითარებამ და მასზე მოთხოვნის ზრდამ, ქოუჩინგი დამოუკიდებელ პროფესიად ჩამოაყალიბა. ქოუჩინგი ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში, ბიზნესს კი მდგრადი წარმატების მოპოვებაში ეხმარება. ამ თვალსაზრისით ის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და შეუცვლელი ინსტრუმენტია.
ქოუჩინგი თავის თავში მოიაზრებს პროფესიულ დიალოგს, რომელშიც დაინტერესებული მხარე - კლიენტი, ქოუჩის მეშვეობით საკუთარ თავზე მუშაობის ფასდაუდებელ პრაქტიკას გადის. ქოუჩინგის ფარგლებში ინდივიდები ამუშავებენ მათთვის აქტუალურ პირად, პიროვნულ და პროფესიულ საკითხებს. ქოუჩის მეშვეობით საკუთარ თავთან დამყარებულ დიალოგში ადამიანები საკუთარი პრიორიტეტების იდენტიფიკაციას და მათ სწორად განლაგებას ახერხებენ, განსაზღვრავენ მჭირდო და საკვანძო კავშირს მათ პიროვნულ და პროფესიულ ღირებულებებს შორის, იძენენ მეტ თავდაჯერებულობას და სიცხადეს ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების და მათთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესახებ.
თითოეულ ჩვენგანს პირად, პიროვნულ თუ პროფესიულ საკითხებზე პერიოდულად ესაჭიროება უბადლო მსმენელთან გასაუბრება, რომელიც რჩევებისა და დარიგებების ნაცვლად სწორ კითხვებს დაუსვამს და ფიქრისთვის საჭირო მასალას მიაწვდის. ქოუჩთან დიალოგში ადამიანი განებივრებულია იშვიათი ფუფუნებით, მოუსმინონ განსჯისა და ჭკუის დარიგების გარეშე. იმავდროულად, ქოუჩის ფიზიკური თანა-მყოფობა პროცესში მუდვიმად და ხელშესახებად საგრძნობია კლიენტისთვის. სწორედ ეს თანა-მყოფობა, კლიენტისადმი გამოვლენილი პატივისცემა, ნდობა და რწმენა მისი შესაძლებლობების შესახებ, აძლევს ადამიანს ჯანსაღ ბიძგს, კიდევ უფრო სიღრმისეულ და მჭირდო ერთობაში მოვიდეს საკუთარ თავთან და გაბედოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება.
ქოუჩინგი ხელმისაწვდომია როგორც ინდივიდებისთვის, ისე კომპანიებისათვის. თითოეულ შემთხვევაში პროდუქტს განსხვავებული შინაარსი და განხორციელების ფორმა აქვს. თუმცა, შედეგების ეფექტურობის თვალსაზრისით, ქოუჩინგი უალტერნატივო საშუალებაა როგორც პიროვნულ და პირად თემებთან დაკავშირებული საკითხების, ისე ბიზნეს გამოწვევების გადასაჭრელად. ქოუჩინგი პროფესიული მხარდაჭრის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ფორმაა, რადგან ის კლიენტებს დამოუკიდებლად ფიქრისა და მოქმედებისკენ უბიძგებს.
საბოლოოდ, ხაზი უნდა გაესვას, რომ ქოუჩის საჭიროება, ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს, რათა ნებისმიერი პროცესი, გაანალიზებული და მიზანზე ორიენტირებული იყოს, სწორედ ამიტომ, ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლ დიალოგში დაემატა ქოუჩინგის მიმართულება, რომელსაც Erickson International-ის, სერთიფიცირებული სპეციალისტი, ქეთევან ირემაშვილი უძღვება, მასთან კონსულტაციაზე ჩასაწერად კი უნდა დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 574121274 .